იცოდი? - რომ რუსთავს "ნაგებს" უწოდებდნენ

2023-06-10 20:12:18

იცოდი? - რომ რუსთავს "ნაგებს" უწოდებდნენ.

"იცოდის" ერთ-ერთ წინა ნაწილში ვისაუბრეთ, რომ ჩვენმა ქალაქმა აღდგომის დღეებში მონღოლთა შემოსევების შემდეგ, 1265 წელს, არსებობა შეწყვიტა. ქალაქის ძირითადი ნაწილი ისე განადგურდა, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი აღდგენის არაერთი მცდელობისა, მაინც ვერ განახლდა ის ქალაქური ცხოვრება, რომელიც შემოსევებამდე იყო.

რუსთავის ადგილზე მცირე უმნიშვნელო დასახლება რჩებოდა, რომელსაც შუა საუკუნეებში "ნაგების" სახელწოდებით იცნობდნენ.

როგორც ჩანს, ჩვენს ქალაქს ეს სახელწოდება საუკუნეების განმავლობაში შემორჩა, რადგან გერმანელი მოგზაურის გულდნშტედტის ცნობების მიხედვით XVIII საუკუნის მე-2 ნახევრისთვის ქართლელები ციხე-ქალაქს ისევ ნაგების სახელწოდებით მოიხსენიებდნენ.

მე-18 საუკუნეში თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებშიც, რუსთავი "ნაგების" სახელწოდებით გხვდება. "ხოლო აწ ნაქალაქევსა მას ადგილსა უწოდებენ ნაგებებსა".

საინტერესოა რატომ შეერქვა ქალაქს "ნაგები". არსებობს ორი ვერსია.

პირველი ვერსიის მიხედვით, მას შემდეგ რაც მე-13 საუკუნეში მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ქალაქი სრულად განადგურდა და ნანგრევებიღა დარჩა, მისი შემდგომი სახელწოდებაც აქედან წამოვიდა.

მეორე ვერსიის მიხედვით, "ნაგები" არაბული სიტყვაა და სამხრეთს ნიშნავს, სწორედ სამხრეთ ნაწილში მდებარეობის გამო შეერქვა ეს სახელიც.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები