პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანას ცდილობდნენ.
მათივე ცნობით, ქართველებს გერმანიაში 38 მიგრანტი 4 მანქანის დახმარებით გადაჰყავდათ. გამოცემის ცნობით, მათ პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური უფლება არ ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზების ფაქტზე 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.