ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც რუსთავში დასუფთავების ავტომობილი დაეჯახა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. [ვიდეო/video]
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კლინიკა “რუსთავის” ანგიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანგიოქირურგმა მინდია ბოცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია ქვედა კიდურზე ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.