როდის იქნება რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტარაცია

2023-06-06 13:16:37

რუსთავის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 20 ივნისს გაიმართება.

განცხადებას ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.

"20 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი სქემით:

ა) 10 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2020 წლიდან-30.09.2021 წლის ჩათვლით);

ბ) 11 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2019 წლიდან-30.09.2020 წლის ჩათვლით);

გ) 12 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2018 წლიდან-30.09.2019 წლის ჩათვლით);

დ) 13 საათიდან 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2017 წლიდან-30.09.2018 წლის ჩათვლით);
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2023 წლის 13 ივლისს, შესაბამის ფილიალში წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:

1.ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)

2. ორი ფოტოსურათი (3x4)

3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი)

4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ყურადღება!

2021 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს, ბაგა-ბაღების  გაერთიანება მიიღებს  განცხადების საფუძველზე, იმ დღიდანვე, რომელ დღესაც შეუსრულდება 2 წელი.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგისტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს N1, 11, 25  ფილიალი",- ნათქვამია განცხადებაში.