მთავრობა რეგიონებისთვის, მათ შორის რუსთავისთვის ავტობუსებს იყიდის

2023-06-05 18:23:01

"ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან",– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტის 53 მილიონი ლარის ღირებულებისაა. 

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე, მინდა, ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.