თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

2023-06-05 15:59:10

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით სასამართლოს მეილზე შეტყობინება მივიდა, სადაც საუბარია, რომ საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლებთან ცდილობს.

ცნობისთვის, ეს არ არის დღეს პირველი შემთხვევა ევაკუაციის გამოცხადებაზე. მანამდე მსგავსი შინაარსის შეტყობინება კერძო სკოლა "ქართულ-ბრიტანული აკადემიამაც" მიიღო.