გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის დროს შუა ხნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.