რუსთაველ გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ამ პოსტის დაწერა მომიწევდა და დახმარების სათხოვნელად თქვენ მოგმართავდით, ჩემო მეგობრებო თუ უცნობო ადამიანებო.მაპატიეთ, მაგრამ ძალიან მჭირდება თქვენი გვერდით დგომა.ეს ულამაზესი გოგო,ჩემი ამომავალი მზეა, ორიშვილის დედა, ყოველ დღე უფალს ვავედრებ მის სიცოცხლეს.სალომე დღესდღეობით მკურნალობს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. დაუდგინდა მწვავე ლეიკემია, გადის ქიმიოთერაპიის კურს, ესაჭიროება ზურგის ტვინის გადანერგვა, რაც დაკავშირებულია დიდ თანხებთან.
გთხოვთ დამეხმაროთ შეძლებისდაგვარად, თუნდაც ერთი ლარით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სალომეს სიცოცხლის გადასარჩენად.
თიბისი ბანკი:
GE81TB7609445064300025
საქართველოს ბანკი:
GE66BG0000000131221319
მიმღები თორნიკე ზურაბაშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.