რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, სარემონტო სამუშაოები მერის შენობის მარცხენა ფლიგელის მე-3 და მე-4 სართულებზე ჩატარდება.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 542 516 ლარი გამოიყო.