კემპი რუსთავის საკალათბურთო აკადემიის ორგანიზებით [photo]

2023-06-01 15:59:35

რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში 3-დღიანი საკალთბურთო კემპი ჩატარდა. 

კემპი რუსთავის საკალათბურთო აკადემიამ დააორგანიზა და აქტივობის ფარგლებში, რუსთავს იტალიური Next Step Academy ეწვია.

"3 დღეა ტარდება სპორტკომპლექსში რუსთავის საკალათბურთო აკადემიის მიერ დაორგანიზებული კემპი. კემპს ატარებენ იტალიელი მწვრთნელები, Next Step Academy-ს წარმომადგენლები, რომლებიც შერჩევითობის პრინციპით, ზოგ ბავშვს სრული, ნაწილს კი 70, 50 და 30-პროცენტიანი დაფინანსებებით წაიყვანენ იტალიაში.

მონაწილეობას დაახლოებით 80 ბავშვი იღებს. იტალიიდან 2 მწვრთნელია ჩამოსული, ესენი არიან ფლავიო ფიორეტი, რომელიც აღსანიშნავია, რომ იყო მანუჩარ მარკოიშვილის მწვრთნელი და ანტონიო ვიშილია. ასევე აქ იმყოფება აკადემიის პრეზიდენტი მასიმილიანო ბოზოლა. შერჩეული ბავშვები 1-წლიან კურსს გაივლიან აღნიშნულ აკადემიაში, იტალიაში.

კემპი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდა კალათბურთელის განვითარებისთვის. პირველად დავაორგანიზეთ დ ვფიქრობ, რომ წარმატებით სრულდება, აქედან გამომდინარე, გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ შემდეგი წლიდან.

მადლობა სპორტკომპლექსის დირექციას და მენეჯმენტს, რომ დრო გამოგვიყვეს და დაგვითმეს სივრცე, მადლობა სამკერვალო "სტიჩს", რომელიც ფორმების შეკერვაში დაგვეხმარა და მადლობა "სასტუმრო 21"-ს, რომელმაც დააბინავა ჩვენი მწვრთნელები", - აცხადებს რუსთავის საკალათბურთო აკადემიის მწვრთნელი ზურა მაჭავარიანი.

შერჩევის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, რასთან დაკავშირებითაც "ინფო რუსთავი" ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები