რუსთავში, შარტავას გამზირზე არსებული კვების ობიექტი ზედამხედველობის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა, ობიექტის დაჯარიმება უნებართვოდ გაკეთებული წარწერის გამო მოხდა.
"წარწერა უნებართვოდ განათავსა და მაგიტომ მოხდა დაჯარიმება. ნებართვა სჭირდება, რომ გააკეთოს უფრო დიდი ზომის ქართული წარწერა და დანარჩენი სხვა ენებზე შედარებით მცირე ზომის წარწერა. 500 ლარიანი ჯარიმა დავუწერეთ", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ხაჩიძემ.