რა ცვლილებები ამოქმედდება ხვალიდან ქვეყანაში

2023-05-31 14:01:12

2023 წლის ივნისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც მოქალაქეებს, ასევე კონკრეტულ ბიზნესსუბიექტებს.

გთავაზობთ იმ ცვლილებების ჩამონათვალს, რომელიც მომავალი თვიდან უნდა ამოქმედდეს:

1-ლი ივნისიდან დამსაქმებლებს ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ;

სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება. სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს;

საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება;

A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ;

1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება.