ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, რამდენიმე პირიც დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.