30-დე მოქალაქე, გარდაბანში, ყოფილი იუსტიციის სახლში თვითნმებურად შესახლდა.
მოქალაქეებს, სამართალდამცავები, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ შენობაში, უკანონოდ შეჭრას ედავებიან.
ამ დროისთვის შენობის კარები სამართალდამცავების მიერ ჩაკეტილია, ოჯახების ნაწილს შენობით სარგებლობა აღარ შეუძლიათ, რამდენიმე ქალბატონი და ჩვილი ბავში კი შენობაში იმყოფებიან.
მოქალაქეების განცხადებით, ისინი რუსთაველები არიან, მათ სახლები არ აქვთ და არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერც ქირის გადახდას ახერხებენ, ამიტომ იძულებულები გახდნენ შესახლებულიყვნენ ცარიელ შენობაში.
10-მდე ოჯახი, შენობაში, დაზიანებული კედლის მონგრევით შევიდა.
"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა.
მათი ინფორმაციით, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ.
თუ კი ისინი მუნიციპალიტეტს დახმარებით მიმართავენ, მოქალაქეების მდგომარეობას შისწავლიან და შესაბამის კრიტერიუმების დააკმაყოფილების სემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ.