საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი და მოქალაქეები „მთავარი არხის“ ეზოში შეიკრიბნენ და პრეზიდენტის რეზიდენციამდე ფეხით მსვლელობით მივიდნენ.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გვარამიას პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს გვარამია და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა.
აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
მსვლელობისას ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
ფოტო: ნეტგაზეთი