2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი.
უფრო ზუსტად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტული განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:
თურქეთი - 50.8%;
სომხეთი - 13.9%;
რუსეთის ფედერაცია - 6.8%;
აზერბაიჯანი - 1.7%;
ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 13.2%;
სხვა ქვეყნები - 13.6%.