რუსთავში, მე-20 მიკრორაინის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი შახტაში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.
ადგილზე მობილიზებლი იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.