მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს

2023-05-24 15:46:39

იმერეთში ორი მამაკაცი დააკავეს. მოზარდი ამტკიცებს, რომ მამა და ბიძა მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

გამოძიება 126-ე  მუხლით დაიწყო. დაკავებულები ამჟამად წყალტუბოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

თავდაპირველად ინფორმაცია CNews-მა გაავრცელა. არასრულწოვანის ემიგრაციაში მყოფი დედა აცხადებს, რომ  მამა, ბიძა და ბიცოლა ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

მამისთვის და ბიძისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.