კაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდო

2023-05-23 23:38:53

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უზბეკეთის მოქალაქე მოკლული იპოვეს. 

50 წლის ქალის გვამი მდინარე იორთან ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარს, თავის არეში დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ცნობით, ქალი იმ კაცმა მოკლა, რომელთანაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, თანხაა, რომელსაც მოკლული ფლობდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფი რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები