რუსთაველი მოცურავეების წარმატება

2023-05-23 14:17:57

სამმა რუსთაველმა მოცურავემ სლოვენიაში გამართულ "Ljubljana City Cup-ზე", რომელშიც 5 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა,  წარმატებულად იასპარეზა.

ნოდარ მარგველაშვილის მიერ გაწვრთნილმა მოცურავეებმა საერთო ჯამში 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

ლაშა მინდიაშვილმა 100 და 200მ ბრასით ცურვაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

აკაკი ვაშაკიძემ 1 ოქრო 50მ ბატერფლაით ცურვაში და 1 ბრინჯაო 100მ თავისუფალი ყაიდით ცურვაში.

ლიზი გრიგალაშვილმა 50მ ბატერფლაით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები