ავარიაში ბოლო ზარის მონაწილე ავტომობილი მოყვა

2023-05-22 19:14:04

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიაში ბოლო ზარის მონაწილე ავტომობილი მოყვა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის დროს დაშავებული ორი პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები