გაჩერებულ მიკროავტობის მეორე მიკროავტობუსი შეეჯახა

2023-05-22 16:47:55

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გაჩერებულ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  შემთხვევის შედეგად 8 მგზავრი დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, 6 დაშავებული კასპის მედალფაში გადაიყვანეს, 2 კი გორმედში.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.