ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

2023-05-22 13:21:14

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა.

ინფორმაციას ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ლაჭყეპიანი ავრცელებს.

მისივე თქმით, ვირუსი შინაურ ცხოველს, ძაღლს დაუდასტურდა.

"დაუდასტურდა, სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას,რომელსაც ადგილზე, ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ დაიღუპა, აცერით თქვენი ცხოველები ცოფზე", - წერს თემურ ლაჭყეპიანი.

არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა.