ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოზარდს სექსუალურად ავიწროებდა

2023-05-20 11:55:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ფეხბურთის მწვრთნელს, რომელსაც მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ. ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"(PHR) ავრცელებს.

PHR-ს მიხედვით, ბრალდებული სასამართლომ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში ცნო დამნაშავედ. მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება 18 მაისს გამოაცხადა.

"გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში", - აღნიშნავს PHR. ორგანიზაციის თანახმად, მსხვერპლი 12 წლისაა.

PHR-ის მხრიდან საქმეში ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე იყვნენ ჩართულნი.