"ბოლო ზარი" რუსთავში [video]

2023-05-19 17:48:00

რუსთავში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეთორმეტე კლასელებისთვის "ბოლო ზარი" დაირეკა. [ვიდეო/video]

თანაკლასელებმა ერთმანეთს სკოლის დამთავრება მიულოცეს და თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კადრში სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებული მოხვდა.

როგორც უკვე სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდებმა გვითხრეს, ზოგიერთმა კლასმა "ბოლო ზარი" ტრადიციული ღონისძიებით, სასკოლო სივრცეში აღნიშნა. ზოგმა რეკრეაციულ სივრცეში გასეირნებითა და სურათების გადაღებით, ან ქალაქგარეთ გასვლით გაილამაზა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათი თქმით, ეს დღე, რომელსაც 12 წელი ელოდნენ, მათი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები