რუსთავში ეროვნული სამოსის დღე კოლეჯმა "მოდუსმა" ეროვნული სამოსის ჩვენებით აღნიშნა.
ჩვენება რუსთავის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის უკან არსებულ სკვერში გაიმართა.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო კოლეჯის სამკერვალო წარმოების პროფესიული პროგრამის სტუდენტების მიერ, თანამედროვე მოტივებით შექმნილი ეროვნული სამოსი, რომელიც სამოდელო სააგენტოს მოდელებმა და კოლეჯის სტუდენტებმა წარადგინეს.
ჩვენებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ჩვენებაზე ასევე წარმოდგენილი იყო, სამკერვალო წარმოების სტუდენტი ვახო მამაიაშვილი, რომელიც მზა პროდუქტების კომპანია „მადიანის“ დამფუძნებელია. სტუმრებს ადგილზე ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ მის მიერ დამზადებული ხინკალი და ასევე ხინკლის მოხვევის მასტერკლასში მიეღოთ მონაწილეობა.