ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას tv25.ge ავრცელებს.
დაკარგულ სტუდენტს მეგობრებო 22 აპრილის შემდეგ ვერ უკავშირდებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა. ჯერჯერობით უცნობია მისი გარდაცვალების გარემოება.