ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

2023-05-18 08:52:28

ფონიჭალაში, რამდენიმე მისამართზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

ადგილზე მობილიზებულები არიან სპეცრაზმის თანამშრომლები და საგამოძიებო სამსახური.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალებს "ინფო რუსთავი" არკვევს.