რუსთავში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიისთვის, რეკლამას იღებენ [Photo]

2023-05-16 17:40:23

რუსთავში კოსტავას გამზირზე რეკლამას იღებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რეკლამას ქართული კომპანია "ბუმერანგი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაგრილებელი სასმელების ბრენდისთვის, "პეპსისთვის" იღებს.

რეკლამა უცხოური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

გადაღებები მხოლოდ დღეს გაგრძელდება და საღამოს 11 საათზე დასრულდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები