თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე სროლა იყო.
დაიჭრა ახალგაზრდა კაცი, რომელიც უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას და იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.