ჯომარდობის დროს ერთი პირი მდინარეში ჩავარდა

2023-05-15 19:57:05

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში, მაშველები ერთ პირს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამძებრო-საამშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც ეძებენ ჯომარდობდა, რა დროსაც მდინარემ გაიტაცა.