რუსთაველი სპორტსმენების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

2023-05-15 11:41:40

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებით დედოფლისწყაროში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმსა და ძალისმიერ სამჭიდში რვა რუსთაველმა სპორტსმენმა წარმატებულად იასპარეზეს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.

ორმა მონაწილემ გიორგი გელაშვილმა და ზუკა ღვინიანიძე საქართველოს რეკორდი დაამყარეს.

გიორგი გელაშვილმა კლასიკურ წოლჭიმში დაძლია 102,5 კგ. მან საქართველოს რეკორდი 7,500კილოთი გააუმჯობესა. ასევე შტანგის ამოწევაში დაძლია 172,500კგ.

ზუკა ღვინიანიძე კი კლასიკურ წოლჭიმში დაძლია 120 კგ, რაც მის კატეგორიაში საქართველოს რეკორდია.

საპრიზო ადგილები დაიკავეს:

ზუკა ღვინიანიძე  I ადგილი

გიორგი გელაშვილი I ადგილი

თამუნა ზაკალაშვილი I ადგილი

სალომე ჭყოიძე I ადგილი

ალეკო სიდანოვი II ადგილი

გაგა გოგალაძე III ადგილი

ალექსი წიკლაური III ადგილი

თაზო წიკლაშვილი III ადგილი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები