თბილისში, ვერაზე საავტომობილო გზის პირას კლდის მასა ჩამოიშალა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა.
ამის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილი შემოსაზღვრულია წითელი ლენტით.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.