რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

2023-05-13 23:45:46

რუსთავში, მტკვარში 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა, რისი შემჩნევის შემდეგაც, მოქალაქე შესაბამის სამსახურებს დაუაკავშირდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ბიჭი 2 კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები