საბერძნეთში ქართველმა ძვირფასეულობა იმ სახლიდან მოიპარა, სადაც მუშაობდა

2023-05-13 15:03:17

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ძვირადღირებულ სამკაულებს იმ სახლიდან იპარავდა, სადაც დამხმარედ მუშაობდა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართველ ქალს სამკაულების მოპარვის დროს 27 წლის თანამზრახველიც ყავდა. მათ სპეციალური იარაღების დახმარებით კედელი გახვრიტეს, რომლის უკანაც სეიფი იყო განთავსებული და სამკაულები მოიპარეს.

ბერძენმა სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს. მოპარული ძვირფასი სამკაულების საერთო ღირებულება 90 000 ევროს შეადგენდა.