რუსთაველი ცხოველთა დამცველის, ნინო სვიმონიშვილი თქმით, რუსთავში ცხოველებს წესის დაცვის გარეშე კრძალავენ.
ის ფაქტის გაშუქების თხოვნით "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ ქალაქის "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი" ცხოველების ლეშს სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ყრის.
"რუსთავს რადგანაც არ გააჩნია ბეიკერის ორმა, რომელშიც ცხოველები სიკვდილის შემდეგ დაიმარხებიან, შარშან წააწყდნენ შემთხვევით ისეთ ადგილს, სადაც რაღაც ორმოსავით იყო ამოთხრილი და მკვდარი ცხოველები ორმოში ეყარა, გაფანტული იყო, ეს არ გახლდათ არანაირი სამარხი. არაფერი არ იყო იქ წესის დაცვით გაკეთებული, უბრალოდ ჩაგდებული და მიყრილი ცხოველები ნახეს. ეს ამბავი მივიდა მერის ყურამდე, დაიბარა მერმაც, ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ არაფერი არ მოგვარდა იმიტომ, რომ წესით რუსთავმა თითოეული ლეში უნდა წაიღოს თბილისში, ბეიკერის ორმოში, მაგრამ არ აკეთებენ ამას. იმდენად მოუგვარებელია ეს პრობლემა, ერთი ტრაქტორის გამოყოფაც არ უნდა მერიას, რომ ღრმა ორმო გაუკეთოს მუნიციპალურ სამსახურს და ცხოველები დამარხონ.
ახლაც, რამდენიმე დღის წინ, ბევრი ტერიტორია ვიპოვეთ, სადაც სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელებია და ამ ნაგავსაყრელებზე არის ცხოველები გადაყრილი. ძალიან ბევრი ცხოველის ლეშია მოყოლილი ტომრების ქვეშ და ბევრი კიდევ ზემოდანაა. მინდოდა თქვენთვის მომეწვდინა ეს ინფორმაცია, რადგან რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ცხოველებს მარხავენ, მაგრამ ფაქტია, რუსთავის მონიტორინგის საჭდე ისევ ზედ უკეთია ზოგ ძაღლს", - აცხადებს ნინო სვიმონიშვილი.
აღნიშნულს უარყოფენ რუსთავის "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში" და ამბობენ, რომ ეს ცილისწამებაა. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახური ყველა ცხოველს წესის სრული დაცვით კრძალავს.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს აუცილებლად მოყვება რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.