საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა

2023-05-13 11:18:56

თემქაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი დაშავდა.

ქალი ამ დროისთვის, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

აფეთქება თემქის მე-3 მიკროს, მე-5 კვარტალში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა წყლის გამაცხელებელი, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.