15 წლის რუსთაველი გოგონა კარატეში ევროპის პრიზიორია

2023-05-13 11:14:27

15 წლის რუსთაველი გოგონა კარატეში ევროპის პრიზიორია.

ბულგარეთში, ქალაქ კრანევაოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატე-დოში, მარიამ შახბაზოვმა საპრიზო ადგილები მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა საპრიზო ადგილი 3 სხვადასხვა კატეგორიაში დაიკავა, ესენია:

Kata-2;
Kumite wkf-2;
Shobu ipon -3.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატში მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობდა.

მარიამ შახბაზოვი 2 წელია კარატითაა დაკავებული. ის უკვე ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართება. რუსთაველი გოგონა გუნდურ ასპარეზზე ახალგაზრდული ნაკრების წევრად მოიაზრება.

სპორტსმენის მწვრთნელები თეონა სულამანიძე და ზურაბ აბაკელია არიან.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები