უკრაინაში რუსეთთან ომს კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ჯიყაშვილი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ჯიყაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მისი ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.
ჯიყაშვილი, ლუგანსკის მიმართულებაზე, საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
ამავე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი ქართველი, 24 წლის მებრძოლი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.
ჯიყაშვილი 44-ე ქართველია მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.