გორის ციხიდან რუსი ტურისტი გადმოვარდა

2023-05-12 17:58:02

გორის ციხიდან რუსი ტურისტი გადმოვარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკა" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გალავნიდან 35 წლამდე ქალი გადავარდა. დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ქალმა ქსკურსიისას ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო, მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და ამჟამად სტაციონარში რჩება.