ხანძარი მაღაზიაში

2023-05-12 11:13:01

ხაშურში, მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შენობის დიდი ნაწილი დაიწვა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მაღაზია იმერეთის ქუჩაზე მდებარეობს.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.

 

წყარო: Qartli.ge