ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, VII მიკრო-რაიონთან გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით "შკოდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და შემდეგ რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავტომობილში სულ 2 ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო მგზავრი მცირე ტრამვებით "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნახეთ ვიდეო.