რუსთავში, პენსიონრებს უფასო ოფთალმოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ [photo]

2023-05-09 18:10:02

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში "პენსიონერთა კავშირის ოფისში 200-მდე პენსიონერს უფასო ოფთალმოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა.

საქველმოქმედო აქცია რუსთავის "პენსიონერთა კავშირის" წარმომადგენლების, ალმარი ლომიძის, დონარა ადეიშვილის, გოგი ბეგაძისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკის" თანამშრომლობით ჩატარდა.

მედიკოსებმა რუსთაველი პენსიონერებს განუსაზღვრეს სისხლში გლუკოზა, შეამოწმეს მხედველობის სიმახვილეზე, გაუზომეს თვალის შიდა წნევაზე.

ასევე, ბენეფიციარებს დაუთვალიერეს თვალის ფსკერი, მოხდა მათი  ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში დაუნიშნეს მკურნალობა.

რუსთავის "პენსიონერთა კავშირის" წარმომადგენელი, გოგი ბეგაძე დახმარებისთვის მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები