რუსთავის სარაგბო გუნდმა "ხარებმა" დიდი ათის ჩემპიონატი მოიგო.
ავჭალაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ირაკლი ნატრიაშვილის გაწვრთნილი რუსთაველი მორაგბეების მეტოქე ბათუმი იყო.
შეხვედრა რუსთაველების სასარგებლოდ 24:22 დასრულდა და 30 წლის შემდეგ პირველად "ხარებმა" დიდი ათის ფინალი მოიგეს.