რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.
რუსთავის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში, რუსთავის მერიას, "ოქსიგენს", სს "რუსთავის აზოტი - ონდორამასა" და კომპანია "მინერალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
"ოქსიგენ ფესტი" 1 და 2 ივლისს თევზჭერის მოყვარულებს მიიღებს.
სამი დღე, საფესტივალო სივრცე, კინომოყვარულებს დაეთმობა და საავტორო ფილმებით უმასპინძლებს სტუმრებს.
ფესტივალის მთავარი, მისიკალური ნაწილი კი 7, 8 და 9 ივლისს შედგება.
საფესტივალო სივრცე "ოქსიგენი" 2022 წელს დაარსდა და გასული წლის ზაფხულში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს უმასპნძლა, რომლის პირველი დღეც ელექტრონულ მუსიკას, მეორე, კი - "არტ გენს" დაეთმო.