აღმოაჩინეს თუ არა რაიმე დარღვევა რუსთავში სალონების შემოწმებისას

2023-05-03 18:30:12

თითქმის ერთი თვეა რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების შემოწმება დაიწყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იშხნელმა განუცხადა, ამ დროისთვის შემოწმებული სალონებიდან 12-ზე დადებითი შეფასება გაიცა.

"40-მდე შემოწმება გვაქვს, ამათში შედის მეორადი გადამოწმებაც. 12 სალონია, რომელიც ყველა მოთხოვნას დადებითად აკმაყოფილებს. 40-ზე მეტი აქტი დაიწერა.

ძირითადი შენიშვნები რაც იყო არის ადმინისტრაციული და დოკუმენტური მასალების შემოწმება. სანიტარული და ჰიგიენური შენიშვნები ძირითადად არ ყოფილა.

შემოწმებები კვლავ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე სულ გაგრძელდება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სალონები ძალიან კარგად მოდიან თანამშრომლობაზე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით იშხნელმა.

ცნობისთვის, სალონებში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები