ქართველმა საბერძნეთში 300 000 ევრო და ძვირფასეულობა მოიპარა

2023-05-02 19:18:02

საბერძნეთში 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა კაცმა გასული წლის ნოემბერში ატიკაში ერთ-ერთი სახლი გაძარცვა.

ძარცვის დროს კაცმა სახლიდან 300 000 ევრო, 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ელექტრო მოწყობილობები მოიპარა.

ბერძენმა სამართალდამცავებმა რამდენიმე თვიანი საგამოძიებო ოპერაციის შემდეგ ქართველ კაცს მიაგნეს და დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები