ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, დემურ ხაბულიანია.
როგორც საინფორმაციო "ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.