სამმა რუსთაველმა სპორტსმენმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა.
კიკ-ბოქინგისა და შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ, შალვა მამაცაშვილის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა ფინალური შეხვედრები მოიგეს.
კიკ-ბოქსინგში 45 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ ბერიძემ ფინალურ შეხვედრაში ირანელი მეტოქე დაამარცხა.
შერეული ორთაბრძოლებში 52 კგ წონით კატეგორიაში გოჩა ბერიშვილმა ფინალურ შეხვედრაში სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.
ასევე შერეულ ორთაბრძოლებში 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ზოიძემ სომეხი მეტოქე დაამარცხა.
სამივე მათგანმა საერთაშორისო ტურნირის ქამრები მოიპოვეს.