"დაგვაბრუნეთ სკოლაში!" [video]

2023-04-28 20:02:11

რუსთავის მერიასთან 25-ე და 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სკოლების დროული რეაბილიტაცია მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც როში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეების სხვა ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში საირულის გამო ექმნებათ. მათი თქმით, ბავშვები განათლების მიღებას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებენ.

მშობლებს რუსთავის მერის მოადგილეები შეხვდნენ და გააცნეს ინფორმაცია, რომელიც საკითზე უშუალოდ პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მიიღეს. რუსთავის მერის მოადგილის, ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან, რომელმაც დაკისრებულ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა, ხელშეკრულება გაწყდა, ახალი კომპანიის შესარჩევად კი მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს მომავალ კვირაში გამოცხადებს.

აქციის მონაწილეების თქმით, დაელოდებიან, გამართლდება თუ არა მიღებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სხვა ზომებს მიმართავენ.

მშობლები მოითხოვენ, რომ მათმა შვილებმა მომავალი სასწავლო წლიდან მაინც შეძლონ იმ სკოლებში სიარულის გაგრძელება, რომლებშიც ჩაირიცხნენ.

შეგახსენებთ, უკვე თითქმის 3 წელია, რუსთავში 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდება. ვადებში ვერ ჩატევის მთავარ მიზეზებად მუნიციპალური განვითარების ფონდი პროცესში დამატებითი სამუშაოების გამოჩენასა და კოვიდ პანდემიას ასახელებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები